მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" ეგიდით, დმანისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში , საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა რჩეული მონოსპექტაკლები კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის რეპერტუარიდან.
ღონისძიება გაიმართა კოვიდ რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით.