დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

განახლებული რეგიონის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 4 ლოკაციაზე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია
16 ნოემ 2021
 
განახლებული რეგიონის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 4 ლოკაციაზე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია. კერძოდ ⤵️
ქალაქ დმანისში, წინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერების რეაბილიტაცია:
ქალაქ დმანისში „თავისუფლების ხეივანის“ რეაბილიტაცია;
ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევნის მოწყობის სამუშაოები:
ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩა N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი დღეს ადგილზე პირადად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დეკორატიული გარე განათება და დაირგვება მცენარეები, ტერიტორია მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, დაიდგმება საბაღე სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა პროექტით გათვალისწინებული ახალი დეკორატიული შემოღობვა, ასევე დამონტაჟდება ახალი შადრევანი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2957
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876