სიახლეები
სოფელ მაშავერაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
21 ნოემ 2021
სოფელ მაშავერაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სააღმზრდელო დაწესებულებას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც შესრულდა შენობის ფასადის სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა არსებული ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, მოწერიგდა სველი წერტილები და საკანალიზაციო სისტემა, მოეწყო სათადარიგო გასასვლელები, დამონტაჟდა ვიდეო და აუდიო სისტემა. სასაწყობე ოთახებში მოეწყო სავენტილაციო და ტემპერატურის კონტროლის სისტემა.სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ჯამში 383 899 ლარი შეადგინა.სოფელ მაშავერის საბავშვო ბაღში დასაქმებულია 5 ადგილობრივი მცხოვრები, ბაღი გათვლილია 18 ბავშვზე.დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მნახველთა რაოდენობა: 2035
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
205
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
619