დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
29 დეკ 2021
 
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
1. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. დადგენილება:,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. დადგენილება:„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ივლისის №51 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. განკარგულება: ფრაქციის ,,პროგრესი და თავისუფლება’’ შექმნაზე უარის თქმის შესახებ საკრებულოს წევრების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“
პარტიული სიიდან გამოკლებული ორი წევრის უფლებამონაცვლედ დმანისის საკრებულოს წევრები გახდნენ გამლეტ ისმაილოვი და სტამბულ ისაევი.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - კობა მურადაშვილი ესწრებოდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1421
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები