ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ინიციატივა გააცნეს. პროგრამა, რომელიც 8 ნოებრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, 60 წელს ზევით მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის გაცემას ითვალისწინებდა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინის გაკეთების სურვილი რამდენიმე მოქალაქემ გამოთქვა და ამავე დღეს მათ აცრა "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში", დმანისის კლინიკაში გაიკეთეს. აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი საპენსიო დანამატების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
სიახლეები
"ავიცრათ ერთმანეთისთვის" კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა
20 იან 2022
მნახველთა რაოდენობა: 1488
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
203
დეკ 30 ორშ 2024
681
ნოემ 22 პარ 2024
615