დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
6. განკარგულება: სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
7. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ’’ თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ
8. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №81 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.