დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან
07 თებ 2022
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან. 

შეხვედრის ფარგლებში, ესტუმრნენ  სსიპ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

"კულტურის მინისტრთან დმანისის თეატრის აღორძინების ურთულეს საკითხსა და დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამუზეუმო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე ვიმსჯელეთ.

შედგა შეთანხმება, რომ კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დავიწყებთ მუშაობას დმანისის თეატრის განვითარებასა და მსახიობის სახლის რეაბილიტაციაზე იმისათვის, რომ სხვადასხვა თეატრების დასები აღდგენილი დმანისის თეატრს გასტროლებით ესტუმრონ, რაც მუნიციპალიტეტის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ტურისტულ პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3676
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1819
ივნ 24 ოთხ 2026
1816