დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან.
შეხვედრის ფარგლებში, ესტუმრნენ სსიპ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
"კულტურის მინისტრთან დმანისის თეატრის აღორძინების ურთულეს საკითხსა და დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამუზეუმო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე ვიმსჯელეთ.
შედგა შეთანხმება, რომ კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დავიწყებთ მუშაობას დმანისის თეატრის განვითარებასა და მსახიობის სახლის რეაბილიტაციაზე იმისათვის, რომ სხვადასხვა თეატრების დასები აღდგენილი დმანისის თეატრს გასტროლებით ესტუმრონ, რაც მუნიციპალიტეტის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ტურისტულ პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.