დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერია, სეზონურად (გაზაფხული-შემოდგომა) ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოუხნავს
03 მარ 2022
 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, სეზონურად (გაზაფხული-შემოდგომა) ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოუხნავს.
ბენეფიციარების მიწის სეზონური დამუშავების პროცესს, სიმბოლურად დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
"აღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ, მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ პირებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ დასამუშავებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სოციალური სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 65000 სს.
სამუშაოებს განახორციელებს ა(ა)იპ დმანისის"კომუნალური" სამსახური, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციამ სამუშაოების შესასრულებლად გადმოსცა სამი ბელარუსის ტიპის ტრაქტორი, შერჩეული და დასაქმებულია სამი ოპერატორი (მძღოლი)".
აღნიშნულის შესახებ განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2284
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები