დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა".
04 მარ 2022
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით ასახელებდნენ.
კობა მურადაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებს ყოველდღიურ რეჟიმში ისმენდა.
"მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ეძლევა საშუალება თავად შეარჩიოს სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები, ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686 000 ლარი გამოიყო". განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3005
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები