დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს
08 მარ 2022
 

საქართველოში 2013 წლიდან იმართება წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია „ივერია“. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა - კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხატვრები და ფოტოხელოვანები. პროექტის მიზანი ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაციაა. პრემია „ივერიის “ დამფუძნებელია ნუგზარ ჭიაბერაშვილი.მიმდინარე წლის 3 მარტს, "პრემია ივერიის“ მეცხრე გალა დაჯილდოვება გაიმართა ყვარელში, რომელიც ილიას საიუბილეო წელს მიეძღვნა. კონკურსში თავისი ლექსით წარსდგა დმანისელი ქალი, პოეტი ნანა უბილავა. რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში "პატრიოტული ლირიკა" და გახდა პრემია " ივერიის " მფლობელი და დაჯილდოვდა მედლით.დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს."მადლობას ვუხდი პრემიისა და პროექტის დამფუძნებელს, ნუგზარ ჭიაბერაშვილსა და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის", საუბრისას განაცხადა დმანისელმა პოეტმა ნანა უბილავამ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6589
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1818
ივნ 24 ოთხ 2026
1815