დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მერმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
21 მარ 2022
 

“დღეს ვესტუმრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და პირადად მივულოცეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული, ვუსურვებდი ყველას, რომ ამ დღესასწაულის სიხარულს სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს”. ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.️ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელების ერთ-ერთ ყველაზე მთავარი და საყვარელი დღესასწაულია. მას 21 მარტს აღნიშნავენ და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წელს აღნიშნული დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5521
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1819
ივნ 24 ოთხ 2026
1816