დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კახა პეტრიაშვილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო
04 აპრ 2022
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ადმინისტრაციულ-ფინანსურმა დირექტორმა ქეთევან იმერლიშვილმა გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. მონაწილეობისთვის ბიზნესიდეების მიღება 21 მარტს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საინფორმაციო შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5909
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1819
ივნ 24 ოთხ 2026
1816