დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირებზე ან/ და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარრვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე . განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. განკარგულება:,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის №გ-109-109220252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. განკარგულება: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 თებერვლის №გ-109.109220551 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურისათვის ’’ უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ. განკარგულება: ,, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის №46 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
247
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































