დღეს, "ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-კობა მურადაშვილი დაესწრო და საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისტორიკოსმა, პროფესორმა და დმანისის საპატიო მოქალაქემ, ჯუმბერ კოპალიანმა, 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის" მიხედვით, წარმოდგენილი იქნა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა თეატრალური სტუდია "ბერიკების" სპექტაკლი "ჩემო კარგო ქვეყანავ".სპექტაკლში მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული სტუდიის აღსაზრდელები. ღონისძიების ფარგლებში ხატვის, ხეზე კვეთისა და რეწვის ბავშვთა სტუდიების აღსაზრდელების ნამუშევრების თემატური გამოფენა მოეწყო. ასევე საქველმოქმედო მარათონი გაიმართა, სახელწოდებით "ბავშვები ბავშვებისთვის", რომლის მიზანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზარალებული თანატოლებისთვის საყვარელი სათამაშოს გაგზავნა იყო.
სიახლეები
დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2688
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
188
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
604