ეტალონის პროექტების ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რომელმაც ერთობლივი ინიციატივით დაბეჭდილი წიგნი, “პირველკლასელთა აკადემია” გადასცა მერიას. წიგნი როგორც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქართული თემის, ასევე აზერბაიჯანული თემის წარმონადგენელი სკოლების მოსწავლეებისათვისაც არის ხელმისაწვდომი, რაც დმანისელ პატარებს ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს. "ჩემი ინიციატივით “პირველკლასელთა აკადემია” ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა და დმანისელი არცერთი მომავალი პირველკლასელი არ დარჩება აღნიშნული სახელმღვანელოს გარეშე”, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა. შეხვედრას მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
187
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
604