დღეს, სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო-საეკლესიო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, სასულიერო პირებთან: არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძესთან, ბოლნისის, დმანისის , თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გიორგი დოხტურიშვილთან და მის მოადგილესთან ნიკოლოზ კობახიძესთან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ზეიმი სპორტული აქტივობებით დაიწყო და საზეიმო კონცერტით დასრულდა. დმანისისა და სოფელ გომარეთის ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა "თბილისი". დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლენილ გამარჯვებულებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები და სპეციალური ფასიანი პრიზები გადასცა. აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 14 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა.
სიახლეები
დეკ 28 შბ 2024
619
დეკ 28 შბ 2024
533
დეკ 24 სამ 2024
553
დეკ 20 პარ 2024
536
დეკ 30 ორშ 2024
985