დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა
17 ივნ 2022
 

დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს,  შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მერიისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მოიპოვა „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდმა ანგარიშით 6:4. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შუქრი ჩხეტიანის ოჯახის წევრები. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გამარჯვება პირადად შუქრი ჩხეტიანის ძმამ, სლავა ჩხეტიანმა მიულოცა და გარდამავალი თასი, სიგელი და ფეხბურთის ბურთი გადასცა. მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, მერიის სახელით, ფეხბურთის ბურთი და სიგელი გადაეცა. ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4004
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847