სიახლეები
საინფორმაციო კამპანია
23 ივნ 2022
სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დარბაზში სოფლების: ქვემო და ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობისთვის შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სერვისების შესახებ, შესაბამისი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ზემო ყარაბულახის საჯარო სკოლის დარბაზშიც, სადაც სოფლების: ზემო და ქვემო ყარაბულაღისა და გოდაგდაგის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. აღსანიშნავია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიხსნა მორიგი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომელიც 20 ივნისიდან 8 ივლისამდე ქვემო ქართლის რეგიონში, ძირითადად მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინირებას უწევს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას.
მნახველთა რაოდენობა: 2658
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
319
ნოემ 12 სამ 2024
432
ნოემ 08 პარ 2024
494
ნოემ 01 პარ 2024
705
ოქტ 31 ხუთ 2024
607