დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო
04 ივლ 2022
 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო. 1 ივლისსს, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) - ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა და ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, აქტივისტები და პარტნიორი ორგანიზაციები. პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად. პროექტი განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებებით:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
  • მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
  • ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4459
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები