დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იფნარისა და კიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდნენ
08 ივლ 2022
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფლების: იფნარისა და კიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე გაეცნენ სოფლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდება. "ამ ეტაპზე, სოფელ კიზილაჯლოში იწყება სასმელი წყლის რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სოფლის 24 საათიან წყლით მომარაგებას. სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. " განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4326
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847