მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში" გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა". დისკუსიამდე მოეწყო ფილმის ჩვენება აღნიშნულ საკითხზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები და მშობლები, მათ იმსჯელეს თემაზე, თუ რა ფაქტორები განაპირობებს კონფლიქტს თაობებს შორის, რატომ ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის დაძლევას დედები და შვილები, როდის ჩნდება გაუცხოების პირველი ნაპერწკალი.
შვილების თაობა მიიჩნევს, რომ მშობლებს ხშირად არ ესმით საკუთარი შვილების, ავიწყდებათ, რომ დროსთან ერთად იცვლება შეხედულებები, ამიტომ ვერ ეგუებიან, რომ მათი აზროვნება შეიძლება განსხვავებული იყოს. სწორედ ამ ნიადაგზე იწყება დაპირისპირება.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები, ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) - ს ფარგლებში, რომელსაც ახორიცელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
სიახლეები
შეხვედრა თემაზე ,,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა"
28 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4200
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597