მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "Art-გენი 2022-ის" რიგით მეცხრამეტე კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო"დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან" არსებული ხეზე კვეთს, ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების საგამოფენო სივრცეები. არტ-გენის რეგიონული ტურნეს დასკვნით კონცეტრში მონაწილოებდნენ : "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან" არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ირინოლა", "გორდელა", "ჩვენებურები" და ლელა ნაყეური. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად.
სიახლეები
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
319
ნოემ 12 სამ 2024
427
ნოემ 08 პარ 2024
494
ნოემ 01 პარ 2024
702
ოქტ 31 ხუთ 2024
607