დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია, 29 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო დიდუბე პლაზაში, პროექტის „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზებას საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ – გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ერთად უწევდა.
ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებს - საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს და გამგებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ სამართლებრივი ცვლილებები, პოლონელ ექსპერტებთან ერთად ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებზე და განესაზღვრათ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები.
პროექტის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა ადრეული ასაკის განათლების სფეროს განვითარების კუთხით შესაძლებლობების გაზრდაში.
სიახლეები
კონფერენცია სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე
30 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4171
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
49
ნოემ 14 ხუთ 2024
345
ნოემ 12 სამ 2024
463
ნოემ 08 პარ 2024
519
ნოემ 01 პარ 2024
725
ოქტ 31 ხუთ 2024
629