დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს.
08 სექ 2022
 
არქეოლოგიურ სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა
ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.
 ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები იქნა აღმოჩენილი.
2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს!
ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8166
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
89
მაი 15 პარ 2026
91