მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამშენებლო და აგრობიზნესში უცხოური ინვესტიციებით მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია. ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პანტიანის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებაც. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის ახალ რეგულაციებს და ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულ ინიციატივებს.
ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
სიახლეები
რეგიონულ ბიზნესფორუმზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პანტიანის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ
30 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4889
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596