საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დმანისის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1, N 3, ქვემო ოროზმანის და სოფელ ამამლოს საჯარო სკოლიდან მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ამამლოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა მუნიციპალური განვითარების ფონდმა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, ბიბლიოთეკა, სპორტული ღია და დახურული მოედანი, მოწესრიგდა გარე პერიმეტრი. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. "ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული.“ განაცხადა მიმართვისას კობა მურადაშვილმა. კობა მურადაშვილთან ერთად საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ: მერის მოადგილეები, კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე.
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
162
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
600