დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
16 სექ 2022
 

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ასევე მერის მოადგილეებმა კახა პეტრიაშვილმა და თემური ზურაბიშვილმა, ქალაქ დმანისის პირველი და სოფელ სარკინეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან მიულოცეს. ბავშვებს არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. სარკინეთის სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, მოპირკეთდა ეზო და დაიდგა ახალი ატრაქციონები. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას საბავშვო ბაღების განვითარების კუთხით მრავალი საინტერესო გეგმა და პროექტი აქვს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6202
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1816
ივნ 24 ოთხ 2026
1814