დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმს დაესწრო
05 ოქტ 2022
 

ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიება ,,ათეას“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და მოხსენება გააკეთა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ რომელსაც მისი მერობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი და აქტიურად ხორციელდება. ფორუმის მონაწილეებმა, საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6013
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
74
მაი 15 პარ 2026
70