დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. შემოიღობა ეზოს პერიმეტრი.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა
04 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 4408
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
164
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
600