დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
16 ნოემ 2022
 
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან, თემური ტატულაშვილთან ერთად ესწრებოდა. სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მერის მრჩეველთა საბჭო დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 10 ადამიანის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა. მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5732
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
71
მაი 15 პარ 2026
69