დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.
06 დეკ 2022
 

დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ინტელექტუალური თამაში დმანისის მუნიციპალიტეტეის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცეს. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია , დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას მათზე მორგებული გარემო, რომელიც უზრუნველჰყოფს შემეცნებით-საგანმანათლებლო-კულტურულ და სპორტული პროგრამების და აქტივობების განხორციელებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4623
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1813
ივნ 24 ოთხ 2026
1812