დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღინიშნა, რომ დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.