დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა
20 იან 2023
 
  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
  შეხვედრის მიმდინარეობისას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
  სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორისაა 2023 წელს განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:
  • რეგიონის მასშტაბით ცენტრალური მოედნების რეაბილიტაციის საკითხი;
  • სარწყავი სისტემების მოწყობისა და გაზიფიცირების საკითხი;
  • ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის შექმნის საკითხი.
შეხვედრას, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი შინჯიკაშვილი, ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3062
 
 
 
სიახლეები
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები