დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში შემუშავდება ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.
"მოხარული ვარ რომ, დმანისის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით, 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება და მომავალი 5 წლის განმავლობაში USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეების მეტ და აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში". განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი, ლინა პანტელეევა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის მმართველობის სპეციალისტი დებორა პერლმანი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის კონტრაქტის ოფისის დირექტორის მოადგილე ესწრებიან.