დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
სოფლის საერთო კრებებზე ღიად მსჯელობენ, იმ პრობლემატურ და მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით
სალამალეიქში მოიხრეშება გზა და მოეწყობა გარე განათების სისტემა;
უსეინქენდში მოხდება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
მამიშლარში მოეწყობა წყლის რეზერვუარი;
სოგუთლოსა და ქარიანში მოეწყობა წყლის სისტემა;
კამარლოში მოეწყობა სასმელი წყლის ქსელი და გარე განათების სისტემა;
შახმარლოში კი მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.