დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
01 თებ 2023
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
სოფლის საერთო კრებებზე ღიად მსჯელობენ, იმ პრობლემატურ და მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით
სალამალეიქში მოიხრეშება გზა და მოეწყობა გარე განათების სისტემა;
უსეინქენდში მოხდება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
მამიშლარში მოეწყობა წყლის რეზერვუარი;
სოგუთლოსა და ქარიანში მოეწყობა წყლის სისტემა;
კამარლოში მოეწყობა სასმელი წყლის ქსელი და გარე განათების სისტემა;
შახმარლოში კი მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5942
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
628