შეხვედრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ესწრებოდა.
სოფლის საერთო კრებებზე , განიხილავენ მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ საკითხებს ,რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
ბოსლებში გარე განათებისა და საზოგადოებრივი სველი წერტილის მშენებლობა;
ვარდისუბანში სოფლის ცენტრში არსებული სკვერის შემოღობვა;
დიდ დმანისში საზოგადოებრივი სველი წერტილის მშენებლობა;
პატარა დმანისში სოფლის შიდა გზების მოხრეშვა;
მაშავერა - უკანგორას გაერთიანებული პროექტი
სოფელ მაშავერაში არსებული ბუნებრივ საფარიანი სტადიონის შემოღობვა რეაბილიტაცია;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.