დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გმობს ყოველგვარ ძალადობას
12 დეკ 2016
 

 

25 ნოემბერს ცივილიზებულმა მსოფლიომ გაეროს ინიციატივით დაარსებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


ქეთევან მარტიაშვილი - ,,ქალთა ოთახის" ხელმძღვანელი


- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ, გაიმართა  ვიზუალური აგიტაცია, ამ აქციის საშუალებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას.

აქციის მხარდამჭერები იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და  დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები, ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) - ს ფარგლებში, რომელსაც ახორიცელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4131
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები