სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, გოგონებსა და ვაჟებს შორის მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა.
გამოვლინდნენ 1-ელი, მე-2 , მე-3 ადგილის მფლობელები, რომელთაც მედლები და თასები გადაეცათ.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მერის ახალგაზრდული სათათბიროს თანაორგანიზებით ჩატარდა.