დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში, მერიის ინიციატიცით, ტრადიციულად იფთარის სუფრა გაიმართა
12 აპრ 2023
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, რომელმაც დმანისში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე, რამაზანი მიულოცა.
მუსლიმებისთვის რამაზანის თვე სულიერად ამაღლების, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის თვეა. ისინი განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას, ზრუნავენ ავადმყოფებზე, ეხმარებიან ობლებს და უმწეოებს.
იფთარს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი მოადგილეებთან ერთად, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი და მუფთის წარმომადგენელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ანარ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი რელიგიური პიროვნებები და სხვა ოფიციალური პირები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2562
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები