მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და დმანისის თვითმმართველობის მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და დაგეგმეს პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მიზანია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მუნიციპალიტეტებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სიახლეები
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
20 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3782
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
49
ნოემ 14 ხუთ 2024
344
ნოემ 12 სამ 2024
463
ნოემ 08 პარ 2024
518
ნოემ 01 პარ 2024
724
ოქტ 31 ხუთ 2024
628