საწარმოს საქმიანობაა ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ'' საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, კერძოდ რძის წარმოება, რძის გადამუშავება, წარმოებული რძის პროდუქტების რეალიზაციაა.
კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებულია 93670 ლარის ოდენობით. საწარმოს წარმადობაა დღიურად 2 ტონა რძე. აღნიშნულ საწარმოში დასაქმებულია 7 ადგილობრივი მოქალაქე, მომავალში იგეგმება 5 ახალი კადრის დამატება.