დმანისის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფრენბურთში ტურნირი გაიმართა.
ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებულებს საჩუქრად თასები, მედლები და დიპლომები დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა გადასცა.