კეთილმოწყობილი სივრცე კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სატრენინგო აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდაზეა გათვლილი.
"ახალგაზრდულ სივრცეში შევხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც კარგად გაიაზრეს სივრცის მნიშვნელობა და გასართობ-შემეცნებითი დანიშნულება.
ვისაც გსურთ ჩაატაროთ ღონისძიება, შეხვედრა ან იმუშაოთ და ეძებთ სივრცეს, შეგიძლიათ ეწვიოთ მედიათეკას" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები, ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" წარმომადგენლები, რომლებიც არიან მუნიციპალიტეტის პარტნიორები ახალგაზრდულ საკითხებში.