სასწავლო ცენტრი "დმანისი"-ის" ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობით, ქალაქ დმანისის მეორე საბავშვო ბაღში ასამდე ძირი კვიპაროსი დაირგო.
თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა ა(ა)იპ დმანისის სერვის ჯგუფის თანამშრომლებმა, "სასწავლო ცენტრი დმანისის" პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.