დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიმდინარე წლის მაისის თვეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
28 ივნ 2023
 
ამასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებთან ერთად კარ და კარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
თითოეულ ოჯახს გადაეცა საინფორმაციო ბუკლეტი, მიეწოდა ინფორმაცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გადაცემის გზების, დაავადების სიმპტომებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ სიფრთხილის გამოჩენას ტკიპებისა და დაავადებული ცხოველების მიმართ. მოსახლეობას განემარტა დაავადების სიმპტომების დაწყებისთანავე სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მიმართვის აუცილებლობის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დმანისის კლინიკაში სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომებზე და მათი ადრეულ ეტაპზე ამოცნობის მნიშვნელობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეტყობინების დროულად გადაცემის აუცილებლობაზე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4945
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
629
აპრ 07 სამ 2026
838