დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დმანისში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
30 ივნ 2023
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დმანისის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლებმა დმანისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს კობა მურადაშვილს, მერის მოადგილეებს და მერის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობა დეტალურად გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი აიზომება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4501
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები