დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მისასვლელ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქალაქ დმანისში კოსტავას ქუჩის მოწყობის სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
03 აგვ 2023
 
სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში სოფლების: უსეინქენდის, მამიშლარის, პირველი და მეორე სალამალეიქის მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია, ქალაქ დმანისის კოსტავას ქუჩის პროექტის შედეგად კი გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. გზების სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 2 139 586 ლარს.
პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4212
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები