ქალაქ დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფესტივალის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება სახელწოდებით "ევროპა იწყება დმანისიდან" გაიმართა, სადაც დმანისელი ახალგაზრდები საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი მოხალისეებისგან გაეცნენ.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული ახალგაზრდა გვყავდეს, რადგან მომავალი მათ ხელშია და ევროპა იწყება დმანისიდან“- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.